სამართლებრივი ჩარჩო

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად.

01

ზოგადი დებულებები და სამართლებრივი სტატუსი

SCRAPING.GE-ი საქმიანობს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად. წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, პასუხისმგებლობების გამიჯვნასა და უსაფრთხოების გარანტიებს.

სტატუსების გამიჯვნა: სერვისის ფარგლებში დამკვეთი (კლიენტი) წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს (Data Controller), ხოლო SCRAPING.GE — მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს (Data Processor / Technical Provider), რომელიც ტექნიკურ დავალებას ასრულებს დამკვეთის მითითებითა და დავალებით.

02

მოპოვებული მონაცემები და დამუშავების სფერო

SCRAPING.GE-ი ახორციელებს ექსკლუზიურად საჯაროდ ხელმისაწვდომი, ღია ინტერნეტ-წყაროების ტექნიკურ დამუშავებას. ჩვენ არ ვახდენთ ავტორიზაცია-დაცული სისტემების შეღწევას და არ ვამუშავებთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს (ჯანმრთელობა, ბიომეტრია, პოლიტიკური/რელიგიური შეხედულებები).

03

დამკვეთის გარანტიები და პასუხისმგებლობის გადაკისრება

დამკვეთი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ მის მიერ მოთხოვნილი მონაცემების მოპოვება, დამუშავება და შემდგომი გამოყენება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. დამკვეთი აცხადებს სრულ გარანტიას, რომ გააჩნია მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძველი და იღებს სრულ სამართლებრივ და ფინანსურ პასუხისმგებლობას მესამე მხარეების ან მარეგულირებელი ორგანოების წინაშე მოპოვებული მონაცემების შემდგომ გამოყენებაზე.

04

დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

  • სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება (სერვისის მიწოდება დამკვეთისთვის)
  • კანონიერი ინტერესები (სისტემის უსაფრთხოება, spam-ის პრევენცია)
  • საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება
05

მონაცემების შენახვა და წაშლა

დამკვეთის საკონტაქტო მონაცემები ინახება 24 თვის განმავლობაში (სახელშეკრულებო/საგადასახადო ვალდებულებებისთვის). დამუშავებული Dataset-ები და ფაილები იშლება პროექტის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ან დამკვეთის პირველივე მოთხოვნისთანავე.

06

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

  • ინფორმაციის მიღება — რა მონაცემები ინახება სისტემაში
  • გასწორება — არასწორი მონაცემების ცვლილება
  • წაშლა — „დავიწყების" უფლების რეალიზება
  • დამუშავების შეზღუდვა და მონაცემების ექსპორტი
07

მესამე მხარეები და კონტაქტი

მონაცემები არ გადაეცემა, არ იყიდება და არ გასხვისდება სარეკლამო მიზნებისთვის. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მოთხოვნებისთვის: hello@scraping.ge